აქ მოდიხარ იმიტომ, რომ ეს შენი სახლია. აქ არ გშია, არ გცივა, არ გწყურია და, რაც მთავარია, აქ შენზე ზრუნავენ, შენს გვერდით არიან... მაშინ მობრძანდით ჩვენთან, ერთად მარტონი აღარ ვიქნებით ... - ბენეფიციარი |
|
სიახლეები |
აქტუალური თემები |
შეეწიეთ უპოვართ! |
კ ა თ ა რ ზ ი ს ი - ს ა თ ნ ო ე ბ ი ს ს ა ხ ლ ი
|
კათარზისი შეიქმნა 1990 წელს, პოსტ საბჭოთა საქართველოში ღრმა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კრიზისის პერიოდში. საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი კათარზისი არის სოციალური დახმარების ცენტრი, სადაც თავმოყრილია ის გადაუდებელი სოციალური სამსახურები, რომლებიც აქტუალურია ასაკოვანი მოსახლეობისათვის.
ჩვენი ხანგრძლივი გამოცდილების მიხედვით ეს მომსახურება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის. სერვისები უფასოა და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ხანდაზმულისთვის, ვისაც აქვს ამის საჭიროება. სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა, სრულფასოვანი სიბერე, მოხუცთა ჯანმრთელობა, მათი ინტეგრირება საზოგადოებაში - ასოციაციის ყველაზე მნიშვნელოვანი თემებია. უმთავრესია ასაკის მატებასთან ერთად ხანდაზმულმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, ღირსება და არჩევანის თავისუფლება, არ უნდა შეელახოს თავმოყვარეობა. აი, ეს არის უმთავრესი ჩვენთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოხუცები ხალისიანად ატარებდნენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას. |
კათარზისის აქტივობები და სამსახურები აერთიანებს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით:
|
პროგრამები & აქტივობები |
პროექტები |
თეატრი ნოსტალგია თეატრი ნოსტალგია სათნოების სახლის სამსართულიანი სოციალური კომპლექსის პირველ სართულზე მდებარეობს. კათარზისის ეს მხატვრული ერთეული აერთიანებს, ერთის მხრივ, მცირე თეატრალურ დარბაზს და, მეორეს მხრივ, ოცამდე ხანდაზმული არტისტისგან შემდგარ თეატრალურ დასს, რომელიც 18 სპექტაკლსა და მრავალ კომიკურ სკეჩს თამაშობს 1993 წლიდან... სილამაზის სალონი
კათარზისის სილამაზის სალონი ყველასთვის ღიაა; ნებისმიერ ხანდაზმულს შეუძლია სილამაზის სალონის მომსახურებით ისარგებლოს თუკი ამის სურვილი ან საჭიროება აქვს... თავშესაფარი კათარზისში ფუნქციონირებს მხოლოდ მანდილოსანთა თავშესაფარი. აქ დღეისათვის 14 ხანდაზმულის განთავსებაა შესაძლებელი... |
კაფე ჯული აქ ხანდაზმულები საუბრობენ ფინჯან ჩაისა თუ ყავაზე, აღნიშნავენ დაბადების დღეებს, უსმენენ მუსიკას, მართავენ შეხვედრებს. კაფე ატარებს ორგანიზაციის დიზაინერის ქალბატონ ჯული სუხიშვილის სახელს, რომელიც გვახსოვს და გვიყვარს... ექიმის კაბინეტი ემსახურება ყველა ბენეფიციარს, ვინც სარგებლობს სასადილოს მომსახურებით, აგრეთვე სოციალურად დაუცველ სხვა მოქალაქეებს. სულ სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანილ ადამიანთა რაოდენობა 1500-ს აჭარბებს... სასადილო კათარზისის სასადილო 310 ხანდაზმულს ემსახურება ყოველდღიურად, ასევე, 23 მწოლიარე ავადმყოფს ამარაგებს მშრალი საკვები პროდუქტებით ყოველთვიურად ... |
თეატრის რენოვაცია ასოციაცია კათარზისში დაარსებული თეატრი ნოსტალგია 25 წლის იუბილეს აღნიშნავს 2018 წელს; ის უდაოდ ერთერთია კათარზისის წარმატებულ პროექტებს შორის. ფაქტი, რომ არსებობს თეატრი ნოსტალგია სასიამოვნო და სასიხარულოა და, იმავდროულად, დასანანი, რომ ის სახელმწიფოში ამ ტიპის ერთადერთი თეატრია.
შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ არსებობს თავისუფალი შუალედი დარბაზის მუშაობის გრაფიკში; მთელი ამ წლების განმავლობაში მისი სამუშაო გრაფიკი გამოსასვლელ დღეებსაც კი არ ითვალისწინებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მიმდინარე რემონტისთვის მის დროებით დახურვაზე; შესაბამისად, წლების განმავლობაში მინიმალურადაც კი არ განახლებულა მისი ინტერიერი არასდროს. ბუნებრივია, რომ დღეისათვის ის რეაბილიტაციას საჭიროებს. 400+ ბენეფიციარი მნიშვნელოვნად დამძიმებული სოციო-ეკონომიკური სიტუაციის და უფასო სასადილოებისა და მათი სტუმრების მოცულობის სერიოზული მატების გამო, კათარზისმა მიიღო გადაწყვეტილება მოემზადებინა მშრალი პროდუქტების სახით დახმარების პროექტი საერთაშორისო კონკურსებში წარსადგენად.
პროექტით გათვალისწინებული ამოცანების ჩამონათვალი და მოცულობები შემდეგნაირად გამოიყურება: 1) სასადილოში მოსადილეთა რაოდენობის ზრდა 400+ ბენეფიციარამდე; 2) სააღდგომო და საშობაო დახმარების ადრესატი დაუცველი ოჯახების რაოდენობის ზრდა 181 ბენეფიციარამდე და 3) 23 მწოლიარის დახმარების პროგრამის გაგრძელება... |
ჰოსპისი პროექტის მიზანია შენობაში, სადაც ამჟამად განათავსებულია კათარზისი, კერძოდ მის მანსარდში მოეწყოს კლასიკური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჰოსპისი. ჰოსპისი გახლავთ პალიატიური დახმარების ორგანიზებული სტრუქტურა, რომლის საუკეთესო მოდელიც ითვალისწინებს უკურნებელი და ქრონიკული დაავადებებით შეპყრობილ პაციენტთა მოვლას როგორც ბინაზე, ისე სტაციონარში, ამ პაციენტთა და მათი ოჯახის წევრთა ფსიქოლოგიურ და სულიერ დახმარებას, აგრეთვე, სოციალურ მუშაკთა და მოხალისეთა ორგანიზებით სოციალური და ეკონომიკური დახმარების გარკვეული პაკეტის შეთავაზებას.
50 პლუს პირველი ქართულენოვანი ვებ-რესურსი და გამოცემა მათთვის და მათზე ვისაც შეუსრულდა 50, ასევე, მათი ოჯახის წევრებისა და უახლოესი ადამიანებისთვის, ვისთვისაც ისინი ძვირფასნი არიან.
ჯანმრთელობის შენარჩუნება შესაძლოა არასდროს ყოფილა ადამიანისთვის იმდენად მნიშვნელოვანი როგორც 50-პლუს ასაკში. 50 წლის ზევით, ორგანიზმში არაჯანსაღი ცხოვრების და/ან გარემოს მიმართ რეაგირების და წინააღმდეგობის რესურსი ისეთი აღარ არის როგორც ახალგაზრდობაში; ასაკის მატებისას, სხეულთან ერთად ცვლილებებს განიცდის ადამიანის იმუნური სისტემა და ნივთიერებათა ცვლის რეგულაცია, ტვინის უჯრედები და ჰორმონები... |
კათარზისი მედიაში
|
თვალი ადევნე კათარზისის სიახლეებს
|
გაიგეთ უფრო მეტი თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორ ვზრუნავთ ჩვენს ბენეფიციარებზე. |
წევრობა სრულიად მოხალისეობრივია. გააკეთეთ სიკეთე და უკან გაცილებით მეტი დაგიბრუნდებათ! |
შარშან 160 ადამიანმა 1050 საათზე მეტი საერთო მოცულობის მოხალისეობრივი დახმარება გაგვიწია (= 6 მუდმივი თანამშრომელი წლიურად). |
ჩვენს შემოსავალთა უმეტესი ნაწილი ისეთივე კერძო დონორების შემოწირულობებია როგორიც თქვენ ხართ. |
კათარზისი წარმოადგენს დამოუკიდებელ საქველმოქმედო ორგანიზაციას რეგისტრირებულს საქართველოში (სსიპ ID 201954466).
|
© 2017 საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი კათარზისი
|