ეს არის ადგილი, სადაც არა მხოლოდ უნდა გშიოდეს, რომ მიხვიდე, არამედ, მე ასე ვიტყოდი: თუ გშია, თუ გწყურია, თუ გცივა, თუ მარტო ხარ, თუ გინდა, რომ შენს გვერდით ადამიანები იყვნენ... მაშინ მობრძანდით ჩვენთან, ერთად უკვე მარტონი აღარ ვიქნებით ... - ბენეფიციარი |
|
სააღდგომო და საშობაო დახმარება |
სააღდგომო და საშობაო დახმარება
|
დაფუძნებული 1990 წელს, ღრმა სოციო-ეკონომიკური და კულტურული კრიზისების ხანა საქართველოში, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი კათარზისი წარმოადგენს კომპლექსური დახმარების ცენტრს; მასში გაერთიანებული სამსახურები გადაუდებელი, სოციალური და ხანდაზმულებზე მზრუნველობის სერვისების სხვადასხვა სახეობებს სთავაზობს სოციალურად დაუცველ პირებსა და ოჯახებს. ჩვენი, თითქმის ოცდაათწლიანი გამოცდილების ფონზე, ეს სერვისები თითქმის ყოველთვის გადამწყვეტი მნიშველობისაა ყველა კონკრეტული სიტუაციისა და სფეროსთვის. ‘კათარზისი’-ს სერვისები აბსოლუტურად ყველა უსასყიდლოა განსაცდელში მყოფი ნებისმიერი ადამიანისათვის.
ორგანიზაციის უპირველესი მისია თბილი და შინაური გარემოს პირობებში ცხელი სადილითა და ძირითადი ჰუმანიტარული სერვისების უზრუნველყოფით დახმარებოდა სოციალურად დაუცველთ, საზოგადებაში არსებულ სოციალური და ჯანდაცვის საკითხების აქტუალურ გამოწვევებზე საპასუხოდ, მალე გარდაიქმნა სოციალური და ხანდაზმულებზე მზრუნველობის სერვისების დიდ ობიექტად, რომლის სამსახურებიც ამჟამად აერთიანებს ძირითად სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურებას, სასადილოს, რეაბილიტაციისა და რელაქსაციის ცენტრებს, ბიბლიოთეკას, მეორადი ტანსაცმლის სახელოსნოს; გარდა ამისა, კომპლექსში ფუნქციონირებს კლასიკური და პოპულარული მუსიკის გუნდები, ხანდაზულთა თეატრი ‘ნოსტალგია’, ინტერნეტ-კაფე, ეკლესია და მრავალი სხვა. 1995-2008 წლებში კათარზისი საქართველოს ექვს რეგიონში მართავდა ფილიალების ქსელს, რომელიც 1500-ზე მეტ ბენეფიციარს ემსახურებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კათარზისი არის ერთერთი პიონერი არაკომერციული საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაფუძნებული საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ასოციაცია წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებრივი სექტორების ერთგვარ გაერთიანებულ ძალისხმევას. დაახლოებით 1,000-მდე კერძო ბიზნეს-კომპანია ფულადი სახსრებით და 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაცია კი საკუთარი პროდუქტებითა და სერვისებით ეხმარებიან კათარზისს რეგულარულად; საქართველოს სახელმწიფო, თავის მხრივ, არენდის გარეშე გადასცემს კათარზისს შენობას და, ასევე, უზრუნველყოფს მისთვის უხელფასო თანამშრომლებს ე.წ. სათნოების ძმების სახით, რომელნიც ჩვეულებრივი სამხედროვალდებულნი არიან და კათარზისში მუშაობა ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს წამოადგენს მათთვის. კათარზისის მუშაობის ტიპი მსგავსია საზოგადოებრივ-კერძო პარტნიორობისა (PPP - public-private partnership), რომელიც განსაზღვრულია როგორც „გრძელვადიანი კონტრაქტი კერძო გაეთიანებასა და სახელმწიფო ერთეულს შორის საზოგადოებრივი აქტივის ან სერვისის უზრუნველსაყოფად, რომელშიც კერძო მხარე მნიშვნელოვანი რისკითა და მმართველობითი პასუხისმგებლობით არის დატვირთული, ხოლო შემოსავალი პროდუქტიულობაზეა მიბმული“ (PPP ცოდნის ლაბორატორია). შესაძლოა, კათარზისი სრულად ვერ აკმაყოფილებდეს PPP-ს ფორმალურ განსაზღვრებას, მაგრამ ის ნამდვილად შეიცავს სახელმწიფო და კერძო სექტორის კოლაბორაციის ელემენტებს. კათარზისი მადლიერია საკუთარი მოწოდებული, ერთგული და ნიჭიერი თანამშრომლების, რომელნიც ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე თავდაუზოგავად განაგრძობენ შრომით საქმიანობას და ამით გარანტირებულად უნარჩუნებენ ცენტრს დარგის ლიდერის რეპუტაციას საქართველოში. 50 საშტატო ერთეულით, 200-მდე მოხალისითა და 30 სათნოების ძმით კათარზისი მნიშვნელოვანი დამსაქმებელია საქართველოში. ორგანიზაციას აქვს 300-დან ერთ მილიონამდე აშშ დოლარის ექვივალენტი წლიური შემოსავლები და, ასევე, 100 ათას აშშ დოლარამდე სადაზღვევო აქტივები. |
კათარზისის 25-წლიანი საქმიანობა ციფრებში
(ფილიალების გარეშე აღრიცხული მომსახურება)
კათარზისი მედიაში დონორებისა და სპონსორებისთვის კათარზისი ატარებს ღია კარის პოლიტიკას, რომელიც ნებისმიერ მხარდამჭერსა და შემომწირველს აძლევს საშუალებას გაეცნოს და დააკვირდეს თუ როგორ არის მათი შენატანები გამოყენებული. 2016 წელს ჩვენმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ უცხოური, სახელმწიფო და საეკლესიო მხარდაჭერის გარეშე შეძლო ადგილობრივად მოეზიდა 944,989 ათასი ლარის მოცულობის შემოწირულობები, რაც დაახლოებით 393,745 აშშ დოლარს შეადგენს. |
თვალი ადევნე კათარზისის სიახლეებს
|
Vertical Divider
|
გაიგეთ უფრო მეტი თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორ ვზრუნავთ ჩვენს ბენეფიციარებზე. |
წევრობა 100% მოხალისეობრივია და ითვალისწინებს სოლიდურ ფასდაკლებებსა და საჩუქრებს. |
შარშან 224 ადამიანმა 26,000 საათზე მეტი საერთო მოცულობის მოხალისეობა გაგვიწია ( = 14 თანამშრომელი წლიურად). |
ჩვენს შემოსავალთა უმეტესი ნაწილი ისეთივე კერძო დონორების შემოწირულობებია როგორიც თქვენ ხართ. |
კათარზისი წარმოადგენს დამოუკიდებელ საქველმოქმედო ორგანიზაციას რეგისტრირებულს საქართველოში (სსიპ ID 201954466).
|
© 2017 საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი კათარზისი
|