აქ მოდიხარ იმიტომ, რომ ეს შენი სახლია. აქ არ გშია, არ გცივა, არ გწყურია და, რაც მთავარია, აქ შენზე ზრუნავენ, შენს გვერდით არიან... მაშინ მობრძანდით ჩვენთან, ერთად მარტონი აღარ ვიქნებით ... - ბენეფიციარი |
|
მოხალისის ონლაინ-ფორმა |
მოხალისის ონლაინ-ფორმა
|
|
კათარზისის მოხალისეთა პროგრამა
გაცემისას უფრო მეტს ღებულობ, ვიდრე მიღებისას! ______________________ ამ გვერდზე ჩვენ გთავაზობთ მოხალისის ონლაინ-რეგისტრაციისა და განაცხადის ფორმებს, რომელიც, თავის მხრივ, გვეხმარება ჩვენ არა მხოლოდ შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნასა და მართვაში, არამედ ასევე, თქვენი კონკრეტული განაცხადის უკეთ და სწრაფად დამუშავებასა და მასზე დროულ გამოხმაურებაში.
გთხოვთ, სრულად შეავსოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა; შემდგომ, ჩამოტვირთოთ მოხალისის ანკეტა და დეტალურად შევსებული გადმოგვიგზავნოთ იმავე ელექტრონული ფორმით მისამართზე [email protected] მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და გამოთქვით სურვილი ჩაერთოთ კათარზისის მოხალისეთა პროგრამაში!
კათარზისი მედიაში |
გაიგეთ უფრო მეტი თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორ ვზრუნავთ ჩვენს ბენეფიციარებზე. |
წევრობა სრულიად მოხალისეობრივია. გააკეთეთ სიკეთე და უკან გაცილებით მეტი დაგიბრუნდებათ! |
შარშან 160 ადამიანმა 1050 საათზე მეტი საერთო მოცულობის მოხალისეობრივი დახმარება გაგვიწია (= 6 მუდმივი თანამშრომელი წლიურად). |
ჩვენს შემოსავალთა უმეტესი ნაწილი ისეთივე კერძო დონორების შემოწირულობებია როგორიც თქვენ ხართ. |
კათარზისი წარმოადგენს დამოუკიდებელ საქველმოქმედო ორგანიზაციას რეგისტრირებულს საქართველოში (სსიპ ID 201954466).
|
© 2017 საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი კათარზისი
|