აქ მოდიხარ იმიტომ, რომ ეს შენი სახლია. აქ არ გშია, არ გცივა, არ გწყურია და, რაც მთავარია, აქ შენზე ზრუნავენ, შენს გვერდით არიან... მაშინ მობრძანდით ჩვენთან, ერთად მარტონი აღარ ვიქნებით ... - ბენეფიციარი |
|
ჩვენი გუნდი
|
ჩვენი გუნდი |
საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი კათარზისი სამართლებრივი ფორმით არაკომერციული არასახელმწიფო საზოგადოებრივი ორგანიზაცია - კავშირია, რომელიც ფლობს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსს.
ორგანიზაციის წესდების მიხედვით, მისი მმართველი ორგანოა გამგეობა 7 წევრითა და პრეზიდენტით, რომელსაც უშუალოდ ექვმდებარება კათარზისის ყველა ობიექტი, სამსახური, განყოფილება და ცალკეული პროგრამები. კათარზისი მრავალ სხვადასხვა სამსახურსა და პროექტს აერთიანებს და მართავს და, ხშირად, განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტების რაოდენობა და მოცულობა ჩვენი უცხოელი კოლეგების გაკვირვებასაც კი იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ კათარზისს საკმაოდ მცირერიცხოვანი გუნდი ჰყავს, მისი მობილურობა ხელს უწყობს დასახული მიზნების, ამოცანების, ახალი პროგრამებისა და პროექტების სრულყოფილად და ხარისხიანად რეალიზებაში. კათარზისი მადლიერია თავისი ერთგული და გულისხმიერი თანამშრომლების, რომლებიც კავშირის დაარსებიდან დღემდე თავდაუზოგავი მუშაობით გარანტირებულად უნარჩუნებენ ორგანიზაციას ლიდერის რეპუტაციას საქართველოში. |
კათარზისის გუნდი 48 თანამშრომელს აერთიანებს
არასამთავრობო სექტორში ხანდაზმულებზე მზრუნველობის 28 წლიანმა სამუშაო გამოცდილებამ დარგის ნამდვილ ექსპერტებად ჩამოგვაყალიბა! |
სამსახურები |
|
ტექნიკური ჯგუფი |
|
სათნოების დები |
|
სათნოების ძმები |
|
თვალი ადევნე კათარზისის სიახლეებს
|
|
|
გაიგეთ უფრო მეტი თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორ ვზრუნავთ ჩვენს ბენეფიციარებზე. |
წევრობა სრულიად მოხალისეობრივია. გააკეთეთ სიკეთე და უკან გაცილებით მეტი დაგიბრუნდებათ! |
შარშან 160 ადამიანმა 1050 საათზე მეტი საერთო მოცულობის მოხალისეობრივი დახმარება გაგვიწია (= 6 მუდმივი თანამშრომელი წლიურად). |
ჩვენს შემოსავალთა უმეტესი ნაწილი ისეთივე კერძო დონორების შემოწირულობებია როგორიც თქვენ ხართ. |
კათარზისი წარმოადგენს დამოუკიდებელ საქველმოქმედო ორგანიზაციას რეგისტრირებულს საქართველოში (სსიპ ID 201954466).
|
© 2017 საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი კათარზისი
|